მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა

Published on

შსს-ის ცნობით, გუშინ ღამით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. ჩამსხვრეულია მინები და განადგურებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი.

უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს მომხდარის თავისი ახსნა. ისინიამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ცენტრის დაზიანების მესამე შემთხვევაა – ბოროტგანმზრახველები ამ გზით ცდილობენ გაიტანონ შენობიდან ბანკომატის აპარატი. პირველ ორ შემთხვევაში მათ ეს ვერ მოახერხეს, მაგრამ ამჯერად ეს შეძლეს.

არიან ისეთებიც, რომელნიც მსგავს შემთხვევებს ხსნიან იმით, რომ ხალხს შია, პურის ფული არა აქვს და იძულებულია დანაშაულზე წავიდეს. ამდენად მათი ასეთი ქმედება უკავშირდება ხელისუფლების გულგრილობას დამშეული მოსახლეობის პრობლემებისადმი.

საქმეზე დაწყებულია ინტენსიური გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...