მთავარისიახლეებიმსოფლიორამზან კადიროვი თვითმფრინავით ჩაიყვანეს მოსკოვში და ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს - მას კოვიდ...

რამზან კადიროვი თვითმფრინავით ჩაიყვანეს მოსკოვში და ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს – მას კოვიდ 19 – ით დაინფიცირების სიმპტომები აქვს

Published on

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი ჰოსპიტალიზებულია, ექიმებს კორონავირუსზე აქვთ ეჭვი. კადიროვი ინფორმაცია არ არის ოფიციალურად დადასტურებული.

„ინტერფაქსი“ იმოწმებს წყაროს „მოსკოვის სამედიცინო წრეებში“: „ეჭვი აქვთ, რომ კადიროვს კორონავირუსი აქვს, ის მედიკოსთა ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება“.

Baza -ს ცნობით, კადიროვს დაავადებული აქვს ფილტვები. იტყობინებიან, რომ მანამდე ის უჩიოდა სისუსტეს, მაგრამ ამას ჩვეულებრივ გაციებად მიიჩნევდნენ, თუმცა უკანასკნელ დღეებში მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა.

„ჩეჩნეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით “ ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია, რომ კადიროვთან ერთად ჰოსპიტალიზებულია რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ელხან სულეიმანოვი. სულეიმანოვის ავადმყოფობის ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩეჩნეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ მონაცემები ტრადიციულად სულეიმანოვმა კი არა მისმა მოადგილემ გამოაცხადა.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...