მთავარისიახლეებიმსოფლიოკორონავირუსი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - ტიმოშენკოს თვითიზოლირებული ფრაქცია უკრაინაში, ფაშინიანის პესიმისტური...

კორონავირუსი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – ტიმოშენკოს თვითიზოლირებული ფრაქცია უკრაინაში, ფაშინიანის პესიმისტური პროგნოზები სომხეთში

Published on

უკრაინის რადას „ბატკივშინას“ ფრაქციის ერთ-ერთ წევრს დეპუტატ ოლეგ მეიდიჩს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც იულია ტიმოშენკო და მისი პარტიის ფრაქციის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა. ისინი უმაღლეს რადას იქამდე არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ვირუსზე ტესტს არ ჩაიტარებენ.

უკრაინაში ამ დროისათვის გამოვლენილია დაინფიცირების 19 ათასი შემთხვევა.

ვითარება დამძიმდა სომხეთშიც. დღეს სომხეთში დაინფიცირების 230 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5000-ს გადააჭარბა,

თუკი ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ სიტუაციას, 29 მაისს – 10 ათასი, 12 ივნისს – 20 ათასი, ივნისის ბოლოს კი 30 ათასი დაინფიცირებული და ასეულობით გარდაცვლილი გვეყოლება”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკით მოსახლეობისადმი მიმართვისას.

“ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოგვიწევს თავიდან დავაწესოთ ყველაზე მკაცრი აკრძალვები. თუმცა ჩვენ გვაქვს საშუალება, ეს არ გავაკეთოთ, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის პირად პასუხისმგებლობაზე. ინდივიდუალურ დონეზე ეს არის სოციალური დისტანცია და ურთიერთობა პირბადით. მაგრამ დღეს ქუჩებში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ახლო მანძილზე პირბადის გარეშე საუბრობენ, თითქოს, არც არაფერი მომხდარა”.

ამასთან, პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ყველა მოთხოვნა, მათ შორის დახურულ სივრცეებში ნიღბების ტარებასთან და დაკრძალვების ცერემონიალებთან დაკავშირებით.“ყველა დაჯარიმდება და მერე არ თქვათ, რომ ცუდი სოციალური პირობები გაქვთ და ვერ გადაიხდით. თუ ცუდ პირობებში ხართ, მაშინ დაიცავით წესები”.

უკრაინის რადას „ბატკივშინას“ ფრაქციის ერთ-ერთ წევრს დეპუტატ ოლეგ მეიდიჩს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც იულია ტიმოშენკო და მისი პარტიის ფრაქციის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა. ისინი უმაღლეს რადას იქამდე არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ვირუსზე ტესტს არ ჩაიტარებენ.

უკრაინაში ამ დროისათვის გამოვლენილია დაინფიცირების 19 ათასი შემთხვევა.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...