მთავარისიახლეებისამართალი,,ამ პროკურორებს ავიწყდებათ, რომ სტატუსი ავალდებულებთ ეთიკურად მოიქცნენ სასამართლოს სხდომათ დარბაზში''...

,,ამ პროკურორებს ავიწყდებათ, რომ სტატუსი ავალდებულებთ ეთიკურად მოიქცნენ სასამართლოს სხდომათ დარბაზში” – ინციდენტი გიორგი რურუას პროცესზე

Published on

,,მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუნებლის გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე მცირე ინციდენტი მოხდა.

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პროკურორმა დაცვის მხარისა და ბრალდებულის მისამართით ყვირილი დაიწყო.

„პროკურორი აგრესიულად განწყობილი იყო, იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი დაცვის მხარეს და ბრალდებულს და ამას მოჰყვა სიტუაციის ოდნავ გამწვავება სასამართლოს სხდომის დარბაზში.

უბრალოდ ამ პროკურორებს ავიწყდებათ, რომ ჯერ ისედაც მათი სტატუსი ავალდებულებს, რომ ეთიკურად და ზრდილობიანაც მოიქცნენ სასამართლოს სხდომის დარბაზში და მით უმეტს, ისეთ საქმეზე, სადაც პოლიციელებს ჩადებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყუილად ზის გიორგი რურუა ციხეში. თავად ეს პროკურორებიც არანაკლებ დანაშაულს ჩადიან იმ პოლიციელებზე, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს გიორგის. მათი მხრიდან აგრესიულობა არის უტიფრობა და მეტი არაფერი.

ეს იყო სიტუაციის გამწვავების მიზეზი, მაგრამ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, მოგვარდა და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად სასამართლო განხილვას. გინებას ადგილი არ ჰქონია, იყო უბრალოდ ხმამაღალი საუბარი, რაც დაწყებული იყო პროკურორის მიერ და მალევე განიმუხტა სიტუაცია”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...