4 წელი გავიდა საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან

0
526

4 წელი გავიდა საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, იგი . 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. .

გიგა ოთხოზორიამ ვერ აიტანა დემონსტრატიული შეურაცხვოფა, რომელიც მას , როგორცქართველს მიაყენეს და ქართული პასპორტი გადაუხიეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა, მაგრამ ე.წ მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. 

სროლის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები. 

გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ მკვლელები დაისჯებოდნენ, ოთხოზორიას მკვლელები კვლავ თავისუფლად აგრძელებენ ცხოვრებას. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ფიქციური გამოძიება დაიწყო და რაშიდ კანჯი-ოღლის დე-ფაქტო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 

2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. 

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშის კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ამ დროისთვის რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

2018 წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. გიგა ოთხოზორია რუსეთის წინააღმდეგ – ასე ეწოდება საქმეს, რომლის საჩივარშიც საია მიუთითებს, რომ ოთხოზორიას მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლები დაირღვა. 

2018 წლის 21 მარტს, ევროპული საქართველოს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ “ 26 ივნისს კი მთავრობამ ამ სიაში შეყვანილი პირების ვინაობა დაასახელა. იმავე წლის აგვისტოში ლიტვამ განაცხადა, რომ ამ სიაში შესულ პირებზე შეზღუდვებს დააწესებდა.საკიტხი არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებზე,მაგრამ უშედეგოდ.გიგა ოთხოზორიას სიკვდილს შეეწირა მამამისი, რომელმაც ვერ გადაიტანა განცდილი სულიერი განცდა. გიგა ოთხოზორია მკვლელობის დროს 30ლისა იყო, მას ორი შვილი დარჩა ობლად,მკვლელი კი,რგორც არაერთი ფოტო და ვიდეომასალა მოწმობს, ძებნილობის მიუხედავად, თავისუფლად დასეირნობს და აფხაზი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღქმულია როგორც ეროვნული გმირი. . 

წინა სტატიაგოგა ხაინდრავას ხედვა: ,,შანტაჟისტი კუბილიუსი”, ,,სრულიად უსამართლო რიში” და ,,კრიზისმენეჯმენტის პელე გახარია”
შემდეგი სტატიარომან კაკულია: ,,ასეთი დასავლეთი საქართველოში არავის არ მოწონს. ძალიან ვთხოვ, ამაზე დაფიქრდნენ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური