მთავარისიახლეებიმსოფლიო,,თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, მასზე ყველას თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს. ადამიანის...

,,თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, მასზე ყველას თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს. ადამიანის ჯანმრთელობის ყიდვა-გაყიდვა არ შეიძლება“ – ემანუელ მაკრონი

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, მასზე ყველას თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს.

„თუ ჩვენ აღმოვაჩენთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მასზე წვდომა უნდა ჰქონდეს ყველას. თუ ვირუსი ცოტასთვის საფრთხედ დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველასთვის საფრთხე იქნება. ეს პრინციპის საკითხია. – აღნიშნა მაკრონმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციის დროს.

ცნობისთვის, გასულ კვირას პოტენციური ვაქცინის საკითხმა გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია. საფრანგეთის ხელისუფლებამ კომპანია Sanofi-ს აღმასრულებელი დირექტორი სამთავრობო სხდომაზე ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა, მას შემდეგ, რაც პოლ ჰადსონმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კომპანია ვაქცინას შეიმუშავებს, მას პირველ რიგში აშშ-ს გადასცემს, იმიტომ, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ შტატებიდან მოდის. მაშინ თემაზე კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გააკეთა. მისი თქმით, პოტენციური ვაქცინა უნდა იყოს შემუშავებული მთელი მსოფლიოს კეთილდღეობისთვის და არ უნდა დაექვემდებაროს საბაზრო კანონებს.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...