მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: დღეს სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით კიდევ ერთხელ, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება

სალომე სამადაშვილი: დღეს სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით კიდევ ერთხელ, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება

Published on

ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, 8 მარტის შეთანხმება ვერ შესრულდება მანამ, სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.

მისი შეფასებით, სასამართლომ რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლით მიიღო. თუმცა, სამადაშვილი იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება გამოიყენებს “ფანჯარას”, რომელიც რჩება საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების გზაზე.

“ეს არის ნათელი ნიშანი, რომ ხელისუფლება აპირებს, ჩაშალოს ეს შეთანხმება და გიორგი რურუა დატოვოს საპყრობილეში. გიორგის დატოვებას ციხეში სამართლებრივი ლოგიკა უბრალოდ არ გააჩნია. დღეს, კიდევ ერთხელ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით.

მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებაზე ის უმწვავესი ზეწოლა, რომელიც ხდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოელიან ერთადერთ გადაწყვეტილებას – გიორგი რურუას საპყრობილედან გათავისუფლებას.

ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებები დასასრულისკენ მიდის და მე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს უახლოეს მომავალში. ჩვენ თავიდან ავირიდებთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზის, რომელშიც ქვეყანა შეიძლება შევიდეს”, – თქვა მან.

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...