მთავარიUncategorizedევროკომისიის შენობა ცისარტყელას ფერებში განათდა, თბილისის ანძა - თურქმენეთის დროშისფრად და ...

ევროკომისიის შენობა ცისარტყელას ფერებში განათდა, თბილისის ანძა – თურქმენეთის დროშისფრად და თეთრად

Published on

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის შენობა ლგბტ დროშის ფერებში განათდა.

“ყველას შეგვიძლია, შევიტანოთ ცოტაოდენი ცისარტყელა ჩვენს ცხოვრებაში.

ჩვენი მთავარი ოფისის შენობა ასე განათდა, რათა აღვნიშნოთ ჩვენი მრავალფეროვნება და ღირებულებები, და ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე.

ევროპა ყოველთვის დაიცავს თქვენს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს. ჩვენ თანასწორთა გაერთიანება ვართ”.

თბილისის მერია ანძის განათების პრინციპს განმარტავს და აცხადებს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში უნდა გაანათონ.

“სხვადასხვა ორგანიზაცია, უწყება, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის განათება ხდება.

კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას – შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება.

ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად” – აცხადებს მერია.

თბილისი პრაიდმა დედაქალაქის მთავრობას სოლიდარობის ნიშნად ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათება სთხოვა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა მერიას ანძის საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათების მოთხოვნით მიმართა. 

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...