მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთის პარლამენტმა უარყო ჯემალ გოგიას კანდიდატურა უზენაესი სასამრთლოს მოსამართლის პოსტზე იმ...

აფხაზეთის პარლამენტმა უარყო ჯემალ გოგიას კანდიდატურა უზენაესი სასამრთლოს მოსამართლის პოსტზე იმ მიზეზით, რომ მისი და ძმა საქართველოს მოქალაქეები არიან და ენგურს გამოღმა ცხოვრობენ

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა უარყო ჯემალ გოგიას კანდიდატურა აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.

განიხილებოდა სულ ორი კანდიდატურა დავით გოგია და ოქსანა ფილია , კენჭისყრა ფარული იყო და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ოქსანა ფილია, რომელმაც 29 ხმა შეაგროვა, წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა.

ჯემალ გოგიას კანდიდატურას ხმა მისცა 11, წინააღმდეგ 19 დეპუტატმა.

პარლამენტში ჯემალ გოგიას დაუსვეს კითხვა თუ სად იმყოფებოდა ის 1992-1993 წლებში, მან უპასუხა , რომ რომიმ დროს იგი მხოლოდ 19 წლისა იყო ( დაბადებულია 1975 წელს და არ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, იმყოფებოდა თავის სახლში – ოჩამჩირის სოფელ ბესლახუბაში და საკვებით ამარაგებდა აფხაზ მეომრებს,.

დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ დასვა სხვა საკითხიც, როგორც ჯემალ გოგიას მაკომპრომენტირებელი მასალა წაიკითხა უშიშროების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი და და ძმა საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

გოგიამ პროკურორს აფხაზურ ენაზე უპასუხა და თქვა, რომ ის პასუხს ვერ აგებს და-ძმის ნაცვლად, მითუმეტეს, რომ მისი ძმა სხვა ოჯახში იზრდებოდა, ხოლო და ცოლად გაჰყვა ქართველს.

აღსანიშნავია, რომ ჯემალ გოგია სხდომაზე ასმულ კითხვებს აფხაზურად პასუხობდა, რაზეც ყურადღება გაამახვილა დეპუტატმა ბატალ ტაბაღუამ

„, გოგია ადრე გენერალურ პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და გაუგებარია რატომ მიდის საუბარი იქითკენ, რომ ის აფხაზი არ არის. განა ბევრ ჩვენგანს შეუძლია აფხაზურად საუბარი. სამწუხაროდ, არა. მე არ ვაპირებ ჯემალ გოგიას დაცვას, მაგრამ ასეთი პროფესიონალი აფხაზეთს ერთეულები ჰყავს, ხოლო ვისი და ან ძმა ცხოვრობს საქართველოში სხვისითაც დაინტერესდით და ბევრ რამეს იპოვით“, – განაცხადა მან.

სიახლეები

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...