მთავარისიახლეებიმსოფლიოზურაბ გურული: კორონა ვირუსის თვალსაზრისით ჩინეთზე არანაკლებ საშიშია რუსეთი, ბევრად უფრო საშიში

ზურაბ გურული: კორონა ვირუსის თვალსაზრისით ჩინეთზე არანაკლებ საშიშია რუსეთი, ბევრად უფრო საშიში

Published on

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

“როგორც იქნა დავასრულე “ჰოუმლენდის” ბოლო სერიაც. სერიალებს დიდი ჭკუა კი არ მოეთხოვება, მაგრამ აქ სცენარისტების განწყობაში მთელი სოციუმის განწყობაც კარგად აისახება, როგორც რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სოციალურ მოდელში. ამერიკამ უკვე კარგად გაიაზრა, რომ მისი განადგურება იარაღით კი არ მოხდება, არამედ იდეოლოგიით, რომელიც მას ეგონა რომ დაამარცხა. კომუნიზმი, თიხისფეხებიანი უზარმაზარი კოლოსი – სსრკ დაიფშვნა, მაგრამ მისი ნაფშვენები უხილავ ვირუსებად იქცა და მსოფლიოს მოედო. ამ ვირუსთან საბრძოლველად ჩვეულებრივი იარაღი აბსოლუტურად უსარგებლოა. სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის ყველაზე მზაკვრული და მომაკვდინებელი “ხიბლი”. ქვეყანას შეიძლება კოსმოსური ბრძოლების წარმოების შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ თუკი ეფექტურად მოწამლავ მის მებრძოლთა გონებას, ნებისმიერი იარაღი უსარგებლო ხდება, ზუსტად ისევე, როგორც ამერიკის უზარმაზარი კლინიკები, სადაც მსოფლიოს ურთულესი ოპერაციები ტარდებოდა, დღეს კი ქაღალდის ნიღბებს ეძებენ და პრიმიტიული საშუალებებით ცდილობენ თავდაცვას უცნობი ვირუსისგან. სამყაროში ყველაფერი ერთმანეთის მცირე და გადიდებული მოდელია და ამჟამინდელი სიტუაციაც მოდელირებაა ერთგვარი, მსოფლიოში არსებული იდეოლოგიური ლპობისა.

სსრკ-ს გაქრობისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთი იდეოლოგიურად გაიხრწნა. მაგალითად, დასავლურ სამყაროს არანაირი მორალური პრობლემა არა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი ფინანსებით ხელს უწყობს მსოფლიოს ერთერთი უბოროტესი კომუნისტური იმპერიის, ჩინეთის არსებობას. უფრო მეტიც, დასავლეთმა თავად გაუკეთა ჩინეთს ინტეგრირება საკუთარ ფინანსურ და იდეოლოგიურ სამყაროშიც. ცხადია პროგრესული სამყარო ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ძალიან ცუდ სამსახურს უწევენ თავად ჩინელებს, რადგან სწორედ პროგრესული სამყაროს ფინანსებით ხდება კომუნისტური იდეოლოგიის ისეთი ჩადუღაბება, რომლის მორევაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ერთ დღეს. მავანთ ალბათ ჰგონიათ რომ ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის რაიმე არსებითი იდეოლოგიური განსხვავება არსებობს. განსხვავება მხოლოდ მასშტაბებსა და გაუმჯობესებულ “სოციალურ კამუფლაჟშია”. ჩინეთზე არანაკლებ საშიშია რუსეთი. ჩემი აზრით ბევრად უფრო საშიშიც, რადგან კიდევ უფრო უკეთესად არის ინტეგრირებული დასავლურ ცივილიზაციაში.

ეჭვი მეპარება, რომ რაიმე არსებითად შეიცვალოს პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში. ამის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს. ხრწნის პროცესი ძალიან ღრმაა და როგორც ჩანს შეუქცევადიც.” – წერს ზურაბ გურული

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...