მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები დღეიდან განახლდება

ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები დღეიდან განახლდება

Published on

შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდთან 8 მარტს  მიღწეული შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ. 

პარტია „ერთიან საქართველოში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციას ექნება კონსოლიდირებული პოზიცია და აიძულებს მმართველ ძალას, არ ჩაშალოს რვა მარტს მიღწეული შეთანხმება. 

ანზორ ბიწაძის თქმით, ხელისუფლებამ არ დააფასა ოპოზიციის მიერ გამოცხადებული სოლიდარობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და სანაცვლოდ ამ დროის გამოყენება დაიწყო მის სასიკეთოდ.

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეიშნო და ვერ დააფასა ის სოლიდარობა, რომელიც ოპოზიციამ მას გამოუცხადა პანდემიის დროს. მან სანაცვლოდ ხან კლასტერი უძახა და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. შემდეგ უკვე თაღლითური გზით დაიწყო შეთანხმების ჩაშლის მცდელობა. ოპოზიციას ექნება ერთიანი პოზიცია და აიძულებს ოცნებას, რომ ეს შეთანხმება შეასრულოს”, – აცხადებს ანზორ ბიწაძე.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ კი აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ამისკენ ოპოზიციას თავად ხელისუფლებამ უბიძგა ბოლო დროს განხორციელებული ქმედებებით.

„მეტი ძალისხმევაა საჭირო და ეს უნდა იყოს კოორდინირებული, რადგან ცალკე აღებული პარტიების ქმედებები აღარ არის საჭირო ამ უტიფარი მმართველი ძალის წინააღმდეგ. ის ცდილობს საკუთარ ბაღჩად გადაიფორმოს ქვეყანა. ერთიანი აქციების ალბათობა მაღალია და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება”, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა დაწესდა, ოპოზიციური პარტიები ამ ფორმატის ფარგლებში არ შეკრებილან. 

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ შეთანხმებაში დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით  არაფერი წერია.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...