მთავარისიახლეებიმსოფლიოდიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა - რკალი პუტინის გარშემო ვიწროვდება

დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა – რკალი პუტინის გარშემო ვიწროვდება

Published on

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პესკოვის დაინფიცირების ამბავმა კითხვები გააჩინა, ხომ არ არის ვლადიმერ პუტინიც ინფიცირებული. თუმცა პესკოვის განცხადებით, მას ვლადიმერ პუტინი ერთ თვეზე მეტია არ უნახავს.
„ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც პირადად შევხვდით“,-აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა.

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10 899 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 232243-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 107 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 2116 შეადგინა.

რუსეთში კორონავირუსისგან 43512 ადამიანია გამოჯანმრთელებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში რუსეთი კორონავიურისთ ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-სა და ესპანეთს შემდეგ მესამე ადგილზეა.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...