ვინ გაძვრება ,,ტრუბაში” – რიონი თუ ოლიგარქი?

0
470

ბიძინა ივანიშვილის მიერ რაჭაში 200 მეგავატიან მეგა ჰესის მენებლობას ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

მათი თქმით, ივანიშვილისთვის პრიორიტეტი ბიზნეს ინტერესებია და არა ის ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც ჰესის აშენების შემთხვევაში რაჭას ემუქრება.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა:”რაჭა არის რეგიონი, სადაც თავისუფლად შეიძლება იმუშაოს 10 ათასამდე საოჯახო სასტუმრომ. ეს ყველამ იცის, ივანიშვილის გარდა ან მანაც იცის, მაგრამ მისი აღგზნებული გონება სხვა გეგმებს სახავს. სულ მახსენდება შიზოფრენიით შეპყრობილი ლენინი მდინარეებს რომ უცვლიდა კალაპოტს”

“ევროპულ საქართველოში” ლიდერი ლევან თარხნიშვილი: ხელისუფლებამ კორონაკრიზისის პერიოდში გაიტანა ეს პროექტი. ჩვენ მივეჩვიეთ იმასაც, რომ მხოლოდ ივანიშვილის ან ხელსიუფლებასთან კავშირში მყოფი პირების ორორქტები კეთდება სწრაფად”

epa03418386 Bidzina Ivanishvili, Georgian billionaire and leader of the opposition Georgian Dream party gestures during a post-election press conference in Tbilisi, Georgia, 02 October 2012. His party won the elections. Georgian President Mikheil Saakashvili on 02 October conceded defeat after parliamentary elections, marking the first democratic transfer of power in the country’s post-Soviet history. EPA/IGOR KOVALENKO

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა: ბიძინა ივანიშვილი იქცევა, როგორც კლასიკური თავხედი. ის არავის და არაფერს ერიდება და ჰგონია, რომ ყველაფერი გაუვა. საქართველოში გადაწყვეტილებები მის გარეშე არ მიიღება და მითუმეტეს ამაში ჩართულია ივანიშვილის პირადი ფონდი. და ჩართულები არიან მისი მეგობრები

გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გუბაზ სანიკიძე: ოლიგარქი რაჭაში ჰესის აშენებას ვერ შეძლებს. რაჭა ბიბლიური კიდობანია და ამ კიდობანის დანგრევის უფლება ბიძინა ივანიშვილისთვის კი არა, მურვან ყრუსთვის არ მიგვიცია თავის დროზე… მე პირადად შევაკვდები ამ საქმეს და არ დავუშვებ ამას. ამხანაგო ბიძინა, გამორიცხულია, შენ რაჭაში ვერ ააშენებ იმ ჰესს. მე გაძლევ ამის პირობას რაჭველებთან და დანარჩენ ქართველებთან ერთად. თუ არადა შეგაკვდებით, გაძლევთ ამის პირობას მტერსაც და მოყვარესაც. რაჭაში თქვენ იმ სიმახინჯეს ვერ ააშენებთ – რიონს მილში კი არა “ტრუბაში” ვერ გაატარებთ, შენ გაგატარებთ ბიძინა “ტრუბაში”.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 17 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭაში, მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა.ჰესს კომპანია ფერი და ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აშენებს.

წინა სტატიარუსეთმა გადაასწრო იტალიას და დიდ ბრიტანეთს … კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლის მიხედვით
შემდეგი სტატიაივანიშვილის მარიონეტებს აწეული ყურები უხურთ. ხელისუფლების მკვდრადშობილი კამპანია – საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ოპოზიციას უნდა დაბრალდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური