მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთმა გადაასწრო იტალიას და დიდ ბრიტანეთს ... კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლის მიხედვით

რუსეთმა გადაასწრო იტალიას და დიდ ბრიტანეთს … კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლის მიხედვით

Published on

რუსეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი კიდევ 11 656 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 221 344-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით რუსეთმა იტალიას (219 070) და დიდ ბრიტანეთს (219 183) გადაასწრო და აშშ-ის (1 367 963) და ესპანეთის (264 663) შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

დაავადების და გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტი მოსკოვში მოხდა. დედაქალაქში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსი 6 169 ადამიანს დაუდასტურდა. სულ გამოვლენილია ინფიცირების 115 909 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 94 ადამიანი დაიღუპა. სულ დაღუპულთა რიცხვმა 2 009-ს მიაღწია.

რუსეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დაავადების შემთხვევების რეკორდული ზრდა ტესტირების პროგრამას უკავშირდება. მათი თქმით უკვე ჩაატარეს 5 მილიონზე მეტი ტესტი.

11 მაისს ვლადიმირ პუტინი მთავრობასთან შეხვედრას გამართავს, რომელზეც გადაწყდება გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში კარანტინი და რა შეზღუდვები შემსუბუქდება.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...