მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველო ოკუპირებული და ანექსირებული არ არის? რატომ არ მოაწერა ხელი ივანიშვილის...

საქართველო ოკუპირებული და ანექსირებული არ არის? რატომ არ მოაწერა ხელი ივანიშვილის ხელისუფლებამ აშშ -სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას?

Published on

,,მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლის მაისში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ამას ევროპისათვის თავისუფლება არ მოუტანია. კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი კომუნისტური რეჟიმების მმართველობის ქვეშ თითქმის 50 წლის განმავლობაში დარჩა. ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები უკანონოდ იყო ოკუპირებული და ანექსირებული და საბჭოთა კავშრი იყენებდა თავის რკინის ძალაუფლებას, სხვა დატყვევებული ერების მიმართ, იყენებდა უპირატეს სამხედრო ძალას, რეპრესიებს და იდეოლოგიურ კონტროლს.” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი აკეთებენ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის აღსანიშნავად

განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

“აღვნიშნავთ რა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავს, ჩვენ პატივს მივაგებთ მის მსხვერპლთ და ყველა ჯარისკაცს, რომელიც იბრძოდა ნაცისტური გერმანიის დამარცხებისა და ჰოლოკოსტის დასრულებისთვის.

ათწლეულების განმავლობაში მრავალრიცხოვანი ევროპელი კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილიდან საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა თავისუფლების მისაღწევად, რადგან მილიონობით ადამიანი მოკლებული იყო უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, რისთვისაც მათ აწამებდნენ და ხდებოდა მათი გადასახლება. “რკინის ფარდის” მიღმა საზოგადოება თავგანწირვით ცდილობდა ეპოვნა გზა დეკორატიისა და თავისუფლებისკენ.

ჩვენ ერთად ვმუშაობთ თავისუფალი და ძლიერი ევროპისთვის, სადაც ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა დომინირებს. მომავალი დაფუძნებული უნდა იყოს ისტორიის ფაქტებსა და ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთათვის სამართლიანობაზე. მზად ვართ დიალოგისთვის ყველასთან, ვინც მიისწრაფის ამ პრინციპებისკენ. ისტორიული მოვლენების მანიპულაცია, რამაც მეორე მსოფლიო ომამდე და შედეგად, ევროპის დაყოფამდე მიგვიყვანა, წარმოადგენს ისტორიის გაყალბების სამწუხარო მცდელობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამწუხაროდ, განცხადებას ხელს არ აწერს საქართველოს ხელისუფლება, ზალკალიანს ამ დრომდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, რომელსაც ეს ფაქტი ბადებს

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...