მთავარიUncategorizedრას ამბობს ივანიშვილის გუნდი და რას - უცხოეთის მედიაფლაგმანი სააკაშვილის...

რას ამბობს ივანიშვილის გუნდი და რას – უცხოეთის მედიაფლაგმანი სააკაშვილის ძებნილობაზე

Published on

თბილისის მერი კახა კალაძე “მოგონილს” უწოდებს თანამდებობას, რომელზეც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა, თუმცა, აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ეს მაინც “სკეფსისს იწვევს”. 

კალაძე მადლობას უხდის რადას დეპუტატებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ვიცეპრემიერად არ დაინიშნა:

“მადლობა მინდა გადავუხადო რადას დეპუტატებს გონივრული გადაწყვეტილებისთვის, რომ სააკაშვილს ვიცეპრემიერად გამწესების შესაძლებლობა არ მისცეს. თუმცა, ეს თანამდებობაც – მოგონილი თანამდებობა, რომელიც იქნა შეთავაზებული – გარკვეულ სკეპსისს იწვევს ხელისუფლებაში. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს”, – ამბობს კალაძე.

,,კრიმინალის დანიშნვა არ შეიძლება მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებაში რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე. ახლა თუ მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად დანიშნავენ ეს უკვე აღარ ვიცი. მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც აღარ გამოუვიდეს კარგად „პიარშიკების” გარეშე,” – აცხადებდა რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე

უკრაინამ თუნდაც ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, რასაკვირველია, გარკვეული ხინჯი შეიტანა ორმხრივ ურთიერთობაში. ელჩიც ჩამოვა, ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე, დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა – რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისათვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასამართლოს მიერ კონკრეტულ დანაშაულებებშია ბრალდებული“, – ამბობს ვოლსკი –

სანამ ელცი თბილისამდე ჩამოაღწევდეს, პასუხს ამკითხვებზე  უცხოეთის გავლენიანი მედია იძლევა:

ის, რომ საააკაშვილი ძებნილია, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ეს სამართლიანია. ბევრი ცნობილი, პროგრესული პოლიტიკური მოღვაწე დღეს თავის ქვეყანაში ძებნილად არის გამოცხადებული მათ შირის ფეთულაჰ გიულენი,პუჩ დემონი, ჟულიენ ასანჟი, მაგრამ ეს ძებნა კრიმინალს და სამხედრო დანაშაულს კი არა, მათ პოლიტიკურ დევნას უკავშირდება’ – ეს აზრი გასდევს ლაიტმოტივად ინგლისური გამოცემის, ჟურნალ თაიმის” პუბლიკაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სამშობლოში დევნილი პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ უკრაინაში

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

სიახლეები

“თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ

საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ცნობილ პოლიციელს ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ:       ...

სოციალურ ქსელზე უკანონო წვდომა მოიპოვა, ინტიმური ფოტო გადმოწერა და აშანტაჟებდა – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. "ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ...

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...