მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის რვა თვის...

ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის რვა თვის ბავშვია

Published on

ფოთის ჰოსპიტალში მოწყობილ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთი პაციენტია მოთავსებული. ყველა მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

„ჩვენს ჰოსპიტალში იმყოფებიან 26 წლის ქალი ფოთიდან და 93 წლის მამაკაცი ჭალადიდიდან. ორივე მათგანი უკვე დაიტესტა. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ცხელების ცენტრში იმყოფება კიდევ სამი პაციენტი. ესენი არიან რვა თვის გოგონა, 32 წლის ქალი და 71 მამაკაცი. სამივე პაციენტი ფოთიდანაა. ყველა მათგანი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტების ნიმუშები კვლევაზე სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...