მთავარისიახლეებისაზოგადოებაილია II: ზოგიერთ ქვეყანაში ტაძრები და მონასტრები დაკეტილია, ჩვენ აქ თავისუფლად ვართ

ილია II: ზოგიერთ ქვეყანაში ტაძრები და მონასტრები დაკეტილია, ჩვენ აქ თავისუფლად ვართ

Published on

პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ გიორგობა ეროვნული დღესასწაულია.

„ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, ეს დღე საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში იმიტომ, რომ მამაჩემს ერქვა გიორგი. ამ დღეს ეკლესიიდან გამოჰყავდა მათხოვრები. პირველი მაგიდა იშლებოდა მათხოვრებისათვის. ჩვენ ვსხდებოდით მათხოვრებთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. მეორე მაგიდა უკვე კულტურული ხალხისათვის. დიდი ზეიმი იყო, დიდი იმედი იყო. წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია.

წმინდა გიორგიმ, როცა აწამებდნენ მას, წარმოთქვა სიტყვა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო რასათვის დამიტევებ მე“. ხმა მოესმა გიორგის „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ“, ეს მაცხოვრის სიტყვებია. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა: „ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ“, – ბრძანა პატრიარქმა.

“მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში.

მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ტაძრები, მონასტრები დაკეტილია და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ, დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისთვის.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება. ეს არის მოქცევა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად.  

ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი მწუხარება სიხარულად გადაიქცეს.”-თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, სამების ტაძარში ქადაქებისას გუშინ 6 მაისს

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...