მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი: ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-პარბორზე შეტევები

დონალდ ტრამპი: ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-პარბორზე შეტევები

Published on

“ჩვენ გამოვიარეთ ყველაზე უარესი შეტევა, რაც კი ოდესმე გვქონია ჩვენ ქვეყანაში. ეს ნამდვილად ყველაზე უარესი შეტევაა, რაც ოდესმე გვქონია. ეს უარესია, ვიდრე პერლ-ჰარბორი. ეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე უარესია. მსგავსი შეტევა არასდროს ყოფილა,” – განაცხადა 6 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საუბრისას.

” ეს არასდროს უნდა მომხდარიყო, შესაძლებელი იყო წყაროს შეჩერება და შესაძლებელი იყო მისი ჩინეთში შეჩერება.ეს პირდაპირ წყაროსთან უნდა შეეჩერებინათ და ეს ასე არ მოხდა,” – დასძინა მან.

2001 წლის 9 სექტემბერს ალ-კაიდას ტერორისტულ თავდასხმას აშშ-ში 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1941 წელს პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმამ 2 403 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

7 მაისის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 252 584 შემთხვევაა გამოვლენილი, 73 797 პაციენტი გარდაიცვალა, 205 205 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყნაში ვირუსის გამოსავლენად თითქმის 8 მილიონი ტესტი ჩატარდა.

6 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთს მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა კომუნისტურმა ქვეყანამ ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვა არჩია და ის დღემდე ასე იქცევა:

“ისინი კვლავ არ არიან გამჭვირვალეები, ისინი კვლავ უარს გვეუბნებიან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომაზე, რაც ჩვენ მკვლევარებს, ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ. და რაც მთავარია, ეს შესაძლოა, კიდევ განმეორდეს”.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...