მთავარისიახლეებიტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კრისტინა პუშოუზე

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კრისტინა პუშოუზე

Published on

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ კაპუტო საკუთარ წიგნში საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე და ამერიკელ ექსპერტზე, კრისტინა პუშოუზე, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში მოღვაწეობს სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების კუთხით. გთავაზობთ ამონარიდს მაიკლ კაპუტოს წიგნიდან “უკრაინული ტრიუკი”:

“ზელენსკიმ პრეზიდენტად არჩევის შემდგომ მ. სააკაშვილს დაუბრუნა უკრაინის მოქალაქეობა. ასე დაუბრუნდა რეფორმატორი უკრაინას. 2019 წლის შობის პერიოდში კი მისმა მრავალრიცხოვანმა მხარდამჭერებმა საქართველოში ნელ-ნელა დაიწყეს საუბარი მის მოსალოდნელ დაბრუნებაზე.
როდესაც მე შევხვდი სააკაშვილს კიევში 2019 წლის აგვისტოში, მან გამაცნო ქრისტინა პუშაუ, საჯარო პოლიტიკისა და კომუნიკაციების ექსპერტი ამერიკიდან. სასიამოვნო პიროვნება და ნიჭიერი პოლიტიკური ორგანიზატორი. პუშოუ ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი ლიდერების ინიციატივას” საქრთველოში. ის ააქტიურებს და ატრენინგებს ახალგაზრდა ლიდერებს, აქტივისტებსა და ორგანიზატორებს. თქვენ ხშირად ნახავთ მის სოციალურ მედია გვერდზე ინფორმაციას მისი ჯგუფის აქტივობების შესახებ.
ეს შეიძლება იყოს აღწერილი როგორც მოსამზადებელი პერიოდი სააკაშვილის დაბრუნებისთვის. ადამიანი რომელიც იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის გუბერნატორი, ერთ დროს ორივე ქვეყნის მოქალაქე და რაღაც პერიოდი ადამიანი ქვეყნის გარეშე”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...