მთავარისიახლეებისაზოგადოება"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს" - აქციას ტელე-რადიო კომპანია "ოდიშიც" შეუერთდა

“სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს” – აქციას ტელე-რადიო კომპანია “ოდიშიც” შეუერთდა

Published on

“სოლოდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს” – ქვეყნის მასშტაბით 15-ზე მეტი ტელეკომპანიის ეთერში 19:00 საათზე მაუწყებლობა შეწყდა. სიმბოლურად ეს აქცია მსოფლიო პრესის დღეს გაკეთდა.

ეთერი გათიშა TV-25-ის ხელმძღვანელობამაც. სოლიდარობის აქციას რეგიონული ტელევიზიებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყო ტელეკომპანია “ოდიში”. ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, შეიძლება ნებისმიერ ტელევიზიაში მოხდეს, ამიტომაც ვთვლი, რომ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზზე მდგომი ჩვენი აჭარელი კოლეგებისადმი სოლიდარობა”- განაცხადა “ოდიშის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნანა ქობალიამ.

პრობლემები ტელევიზიაში დაიწყო თითქმის 1 წლის წინ, 2019 წლის აპრილში, როცა აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი. იმპიჩმენტი შედგა და ნათია კაპანაძე გადააყენეს დირექტორის თანამდებობიდან.

ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ შეეხო ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს, რომელიც ახალ ამბებს ამზადებს.

ახალი დირექტორის დანიშვნისთანავე აჭარის ტელევიზია და რადიო დატოვეს წინა დირექტორის მიერ მოწვეულმა კონსულტანტებმა: ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ.

დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერსა და რედაქტორს ნათია შავაძეს.

დირექტორმა, თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკის მართვა ევალებოდა, შეუცვალა ხელშეკრულება და მას მხოლოდ ანგარიშების შედგენა დაავალა. ნათია ზოიძე იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საინფორმაციო სამსახურს. მან ტელევიზია დატოვა.

დირექტორმა, მრჩეველთა საბჭოს მხარდაჭერით, გააუქმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი და მაია მერკვილაძე, რომელიც მუშაობდა ამ თანამდებობაზე, იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საინფორმაციო სამსახურს.

დირექტორმა გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურეობრივი გადაცდომის მიზეზით.

დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ტელეწამყვანი, 22 წლის გიორგი აბაზაძე, რომელსაც ამ დრომდე არ ჰქონია მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება, მის კონსულტანტად კი დანიშნა ტელევიზიის თანამშრომელი ლალი ბერძენიშვილი., დირექტორს აქამდე მისი დანიშვნა საინფორმაციო სამსახურის უფროსად სურდა.

სიახლეები

“საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს”-ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს რომ...

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

"ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. საკითხი შესაძლოა...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა 2016 წელს, 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორია...

“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა,...