მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ რთულდება ვითარება ქვემო ქართლში?

რატომ რთულდება ვითარება ქვემო ქართლში?

Published on

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა შექმნილი

ქვემო ქართლის მხარეში არსებული ვითარება უფრო რთულია, ვდრე სხვა რეგიონებში ,

„სულ ქვემო ქართლში დაფიქსირებულია 189 შემთხვევა (. თეთრიწყარო – 49, ბოლნისი – 107 და მარნეულში – 33.) რაც covid-19-ით ინფიცირებულთა შორის 32% შეადგენს

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ვითარებას ამძიმებს ინფორმაციის სიმწირე, რომელსაც, ენობრივი ბარიერის გამო, ეთნიკური უმცირესობები განიცდიან.

„ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობა. უნდა მოვახერხოთ ლიდერების ჩართვა, რომ დაარწმუნონ ეს ხალხი თერმოსკრინინგისა და აქტიური გამოკვლევების მნიშვნელობაში. რელიგიური ლიდერები და სოფლის რწმუნებულები გვინდა ყოველ სოფელში, რომ გვერდში ამოგვიდგნენ, რომ სიცხის შემთხვევაში ხალხმა მიმართოს ცხელების ცენტრს.“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, რომლის თქმითაც, სწორედ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ითამაშა ნეგატიური როლი ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ სამედიცინო დახმარების სამსახურსა და პოლიციას covid-19-ით დაავადებული თანასოფლელების ჰოსპიტალში გადაყვანა არ დაანება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ მუშევანში რობიზონ სელიმაშვილი, რომელსაც გუშინ ექიმებთან და პოლიციასთან ინფიცირებულის ოჯახის დაპირისპირების დროს მანქანა დაუზიანეს, ამბობს:

„სოფელს ნამდვილად ჰყავს სასულიერო პირი, მოლა. მეჩეთიც ააშენეს, მაგრამ არ ფუნქიციონირებს. ვერ გეტყვით მის გავლენაზე, მაგრამ სოფელში ერთი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ახალგაზრდებზე. სწორედ მას უჯერებენ და ის ურევს ყველაფერს“

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი კი ამბობს, რომ ბოლნისის თემში სწორედ ადგილობრივმა რელიგიურმა ლიდერებმა ითამაშეს პოზიტიური როლი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საქმეში და სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა მნიშვნელოვანი ანტიეპიდემიური ღონისძიებების გატარება.

.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...