მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ნუ დაამშვიდებთ ხალხს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი...

,,ნუ დაამშვიდებთ ხალხს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი რამ”-ამირან გამყრელიძე

Published on

2 მაისს მარნეულში კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ასევე კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1 თანამშრომელს.

ინფიცირებულები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული.

კოვიდ-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული.

“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება”, – წერია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

. რადგან ოდნავ შემსუბუქდა, ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ მორჩა, დავამარცხეთ. არა, ჯერ ასე არ არის, შორს ვართ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. – ხომ გაქვთ შიდა ტელევიზია, ძალიან გთხოვთ რა, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. კარგად იქნება, მაგრამ ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი რამ”

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...