მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ნუ დაამშვიდებთ ხალხს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი...

,,ნუ დაამშვიდებთ ხალხს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი რამ”-ამირან გამყრელიძე

Published on

2 მაისს მარნეულში კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ასევე კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1 თანამშრომელს.

ინფიცირებულები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული.

კოვიდ-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული.

“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება”, – წერია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

. რადგან ოდნავ შემსუბუქდა, ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ მორჩა, დავამარცხეთ. არა, ჯერ ასე არ არის, შორს ვართ” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. – “ხომ გაქვთ შიდა ტელევიზია, ძალიან გთხოვთ რა, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. კარგად იქნება, მაგრამ ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი რამ”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...