მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებაში რომ ახალი დროის ექვთიმე თაყაიშვილი გვყოლია, გავიგეთ, მაგრამ ამასობაში ...

ხელისუფლებაში რომ ახალი დროის ექვთიმე თაყაიშვილი გვყოლია, გავიგეთ, მაგრამ ამასობაში ბექა და ბეშქენ ოპიზრების გამოჩენის დროც დამდგარა

Published on

სახელისუფლო გუნდმა ფილიგრანულად, როგორც იუველირმა, ისე მართა სააღდგომო პროცესი.-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა POST TV-ის ეთერში.

ეს შეიძლება, უკვე ბევრ ადამიანს აქვს შეფასებული, მაგრამ დრო რომ გავა, ეს უფრო საგრძნობი გახდება – ჩვენ შევძელით, ამ უკიდურესი საფრთხის პირობებში არ შევხებოდით იმ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოებს, როგორიც არის ეკლესია, მეჩეთი და კარები არ დავკეტეთ, იმიტომ, რომ ეს ის ადგილებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დროშიც კი, ამა თუ იმ ფორმით, მაინც ღია რჩებოდა

მაგრამ სხვა მეთოდებით, უფრო რთული გზით, მაგრამ ყველაფერი გონივრული რთულია ხოლმე, ეკლესიასთან თანამშრომლობით, ჩვენ, სახელმწიფომაც და ეკლესიამაც შევძელით, ვაჩვენეთ ის სახე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება -განაცხადა მინისტრმა

შეგახსენებთ, პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სააღდგომო დღესასწაულების მაინც მრევლის თანდასწრებით ჩაატარა და მორწმუნეები ერთი კოვზით აზიარა. არაერთ ეკლესიაში დაირღვა ორმეტრიანი დისტანციაც.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...