მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს COVID 19-ზე...

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს COVID 19-ზე გამოიკვლევენ

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში  გუშინ 25 ადამიანის ბიოლოგიური მასალა COVID 19-ზე  გამოიკვლიეს. ყველა შემოწმებულ ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო.

 25 შემოწმებული პაციენტიდან 8 სამედიცინო პერსონალია. დანარჩენები კი ცხელების ცენტრებსა და საკარანტინო სივრცეში მყოფი ადამიანები – აცხადებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, 1-ლი  მაისიდან  ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს.

“უკვე ზეგიდან ჩვენ სრული დატვირთვით ვიმუშავებთ, რადგან მივიღებთ ჩინეთიდან გამოგზავნილ რეაქტივებს, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტ ადამიანს ჩავუტაროთ ტესტირება. ექიმების შემდეგ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს” – ამბობს ლელა ქაჯაია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 539 გახდა. საიდანაც  178  გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაცვლილი . ამასთან,  უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს  3 მოქალაქე.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...