მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი ორსული ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან

ქუთაისის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი ორსული ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან

Published on

ქუთაისის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კატასტროფის ბრიგადის მიერ შემოყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

კლინიკის ხელმძღვანელის, მამუქა მიქაძის თქმით, დაახლოებით 30-31 კვირის ორსული კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება აუცილებელი გახდა. ახალშობილი 1.2 კგ დაიბადა. ამ დროისათვის, პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება.  

„აფხაზეთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილია 32 წლის ქალი, 30 ან 31 კვირის ორსული. მძიმე ნეფროპატიით, უმართავი ჰიპერტენზიული სინდრომით. მიუხედავად ჩატარებული თერაპირული ღონისძიებებისა, იძულებული გავხდით, ჩაგვეტარებინა საკეისრო კვეთა. ეპიდანამნეზი იყო გაურკვეველი, კოვიდზე შეუმოწმებელი. ველოდებით პასუხს კოვიდინფექციაზე“, – თქვა მამუკა მიქაძემ. 

ამ დროისთვის ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.  5 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს კი ელოდებიან.ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...