მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე: დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა. ჩვენ არ...

მამუკა ხაზარაძე: დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ნიორის, ხახვის, პომიდორის იმპორტზე დამოკიდებული

Published on

პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მთავრობას მოუწოდა, რომ სოფლის მეურნეობას დაეხმაროს. მისი თქმით, დღე და ღამე ხვნა და თესვა უნდა მიდიოდეს. ამ თემაზე პარტიის ლიდერმა ლელოს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

“მოვუწოდებ მთავრობას, რომ დარჩა ერთი თვე, დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ნიორის ხახვის პამიდორის იმპორტზე დამოკიდებული, ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნის. ბევრმა ადამიანმა მიაშურა სოფლებს, თავიანთ სავარგულებს, ყველანაირი მეთოდით, ყველა ძალები უნდა იქნას გადასროლილი იმისთვის, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფომ აღმოუჩინოს დახმარება”, — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ მთავრობას ურჩია, რომ ლელოს 6 მილიარდ ლარიანი პაკეტი გაითვალისწინოს, რადგან ამ ბრძოლაში ყველა ერთად უნდა იდგეს. ლელოს გეგმის მიხედვით, 6 მილიარდიდან 3 საკრედიტო ფონდის შექმნას მოხმარდება. ამ ფონდიდან დაფინანსდება ყველა ბიზნესი, რომელსაც მხოლოდ ერთი ვალდებულება ექნება, რომ თანამშრომლები 80% შეინარჩუნოს.

ხაზარაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ თუ მათი საქმეა დაინერგება, საქართველოს ეკონომიკა 4 წელში 2-ჯერ გაიზარდება და დამატებით 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...