მთავარისიახლეებიმსოფლიოგაზპრომი ზარალშია -საყოველთაო კარანტინისა და თვითიზოლაციის ფონზე გაზის ფასი 66 დოლარამდე დაეცა

გაზპრომი ზარალშია -საყოველთაო კარანტინისა და თვითიზოლაციის ფონზე გაზის ფასი 66 დოლარამდე დაეცა

Published on

რუსეთის სახელმწიფო გაზის და ნავთობის კომპანია გაზპრომი მიმდინარე წელს ევროპაში ექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას პროგნოზირებს.

2019 წელს გაზპრომმა ევროპაში ჯამურად 199 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაყიდა. ხოლო გაყიდული გაზისგან მიღებულმა შემოსავალმა 40 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა , თუმცა უკვე 2020 წლის დასაწყისში კომპანიას საკვანძო მნიშვნელობის საექსპორტო ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე პრობლემა შეექმნა.

პრობლემები რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა , მათ შორის, ევროპაში ანომალიურად თბილმა ზამთარმა, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის გარდა, წლის დასაწყისშივე ევროპის მიწისქვეშა გაზის საწყობები თითქმის სავსე იყო, რამაც უარყოფითად იმოქმედა ფასზე. უკვე თებერვალში ევროპული გაზის ჰაბებზე 1,000 კუბმეტრის ფასი 100 დოლარამდე დაეცა.

 ფასების დაცემასთან ერთად, კომპანიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჩადებულ საშუალო ფასს გადახედა და 200 დოლარიდან 175 დოლარამდე შეამცირა. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად.საყოველთაო კარანტინისა და თვითიზოლაციის ფონზე გაზის ფასი 24 აპრილს 66 დოლარამდე დაეცა. შექმნილი მდგომარეობის გამო, გაზპრომში ვარაუდობენ, რომ წელს გაზის საშუალო წლიური ფასი 130 დოლარი იქნება, ხოლო ფასები აღდგენას შემოდგომაზე დაიწყებს

კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრ  ივანიკოვის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს ევროპიდან კომპანიის შემოსავალი 40 მილიარდიდან შესაძლოა 21 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს. 

გამოწვევაზე საპასუხოდ, გაზპრომი წელს ინვესტიციების პროგრამის შემცირებას გეგმავს. საუბარია, ასევე, სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების შემცირებაზეც.

 

 

სიახლეები

“საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს”-ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს რომ...

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

"ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. საკითხი შესაძლოა...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა 2016 წელს, 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორია...

“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა,...