მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთში მოღვაწე სასულიერო პირებს საეკლესიო სასამართლო განსჯის თუ Covid 19 - ის...

რუსეთში მოღვაწე სასულიერო პირებს საეკლესიო სასამართლო განსჯის თუ Covid 19 – ის წესებს არ დაიცავენ

Published on

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებს აფრთხილებს – იმ შემთხვევაში, თუ მითითებებსა და ინსტრუქციებს არ დაემორჩილებიან და მათი მიზეზით სხვა ადამიანი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდება, საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარდგება. ხოლო სხვა შემთხვევაში საეკლესიო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ.

პატრიარქის ბრძანება რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  .

სასულიერო პირებზეც ის მითითებები ვრცელდება, რაც რუსეთის სხვა მოქალაქეებზე. მათი შესრულება სავალდებულოა როგორც მღვდელმსახურებისთვის, ასევე მონასტრებში მოღვაწე ბერებითვის.

ბრძანება მიზნად ახალი კორონავირუსის გავრცელების ხელის შეშლას ისახავს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავდაპირველად არ გეგმავდა, მრევლისთვის ტაძრებში ყოფნა აეკრძალა ან ერთი კოვზით ზიარების წესი შეეცვალა, თუმცა, მოგვიანებით ტაძრებში მრევლის ყოფნა შეზღუდა.

28 აპრილის მდგომარეობით, რუსეთში ახალი კორონავირუსი 93 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ბოლო 24 საათში 6 411-ს. დაიღუპა 867. მათგანი, გამოჯანმრთელდა 8 456 პაციენტი.

სიახლეები

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...

ქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ...

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...