მთავარისიახლეებიეკონომიკათვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებოდნენ, მათ შორის ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, ასევე...

თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებოდნენ, მათ შორის ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, ასევე სოფლად მცხოვრები მოქალაქეები, მთავრობის 300 ლარიანი ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებენ

Published on

თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებოდნენ, მათ შორის ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, ასევე სოფლად მცხოვრები მოქალაქეები, მთავრობის 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების ბენეფიციარებად არ ითვლებიან. შესაბამისად, ისინი ამ დახმარებას ვერ მიიღებენ.

საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის პროცედურებზე ისაუბრა.

“ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ ვერ მიიღებენ უმუშევრობის კომპენსაციას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს მსოფლიო მასშტაბით არის პრობლემა. ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება არ იქნება სამწუხაროდ საკმარისი, იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს გაცემული ცნობა აუცილებლად”, – თქვა ბარკალაიამ. 

მისივე თქმით, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირთა იდენტიფიცირება საკმაოდ რთული იქნება.

“რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს აქ ცოტა უფრო რთულად არის საქმე და დამატებით საფეხურებს მოიცავს. იგივე ონლაინპორტალზე, რომელსაც მალე დავააანონსებთ, ასეთ პირებს დასჭირდებათ ამ პორტალზე დარეგისტრირება, სადაც უნდა მიუთოთონ თუ რა ტიპის შემოსავალი ქონდათ და სად მუშაობდნენ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე. საკმარისი იქნება ნებისმიერი ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ არის გაცემული. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საუბარია იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტზე”, – ამბობს ბარკალაია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროცესი შედარებით მარტივია სხვადასხვა საგადასახადო სტატუსის მქონე პირებთან და მათ კომპენსაციის მისაღებად მხოლოდ საბანკო ანგარიშის ნომერისა და პირადი ინფორმაციის მითითება დასჭირდებდათ.

“თვითდასაქმებულების ერთი ნაწილი მიკრო, ინდმეწარმეებს თუ სხვა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს აქვთ რეგისტრაცია გავლილი და, ამ შემთხვევაში, პროცესი გამარტივებულია. ონლაინპორტალზე ამ პირებს დასჭირდებათ საბანკო ანგარიში და აუცილებელი პირადი ინფორმაცია”, – განაცხადა ბარკალიამ.

საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ დახმარების სოციალურ პაკეტზე. ცნობისთვის საქართველოს მთავრობის ინიციატივით თვითდასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. ხოლო დაქირავებით დასაქმებული კი 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარს.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...