მთავარიUncategorized,,რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, მთავრობას კი გეგმა ისევ არ აქვს''

,,რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, მთავრობას კი გეგმა ისევ არ აქვს”

Published on

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, მთავრობას გეგმა კი ისევ არ აქვს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა. მიქაუტაძის თქმით, საქართველოს მთავრობას დიდი ხნის წინ უნდა ეზრუნა ახალი ბაზრების მოძიებაზე, რათა რუსეთზე დამოკიდებულება მინიმალური ყოფილიყო.

„როგორც ვპროგნოზირებდით, დღეიდან რუსეთმა მარცვლოვანი პროდუქტების ექსპორტი პირველ ივლისამდე აკრძალა. ვინაიდან საქართველოში ხორბლის მოხმარების 80% რუსული წარმოშობისაა, შესაძლოა, შეიქმნას დეფიციტი. ზოგადი განცხადებების გარდა, მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია ხორბლის მარაგების კონკრეტული სტატისტიკა და მომარაგების ალტერნატიული გეგმა. ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ივლისში არ განაახლებს ექსპორტს. საქართველოს მთავრობას დიდი ხნის წინ უნდა ეზრუნა ახალი ბაზრების მოძიებაზე, რათა რუსეთზე დამოკიდებულება მინიმალური ყოფილიყო. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გვითხრას, რა ღონისძიებები იგეგმება მიწების დამუშავების სტიმულირებისთვის და როგორ გაიზრდება სტატისტიკა ამ კუთხით. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში მიზერული თანხებია გათვალისწინებული აგროსექტორისთვის, რაც სურათს დიდად ვერ შეცვლის. უკვე წლებია, სასოფლო-სამეურნეო მიწების 75% საქართველოში არ მუშავდება, რაც აისახა კიდეც ნეგატიურად ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე. „ლელოს“ ანტიკრიზისული მოდელი, სხვა კომპონენტებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სტიმულირებისთვის 1 მილიარდ ლარს ითვალისწინებს, რაც მოკლე დროში უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას’’, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პრესსამსახური ავრცელებს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...