მთავარისიახლეებიმსოფლიოიტალია კარანტინის მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს

იტალია კარანტინის მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს

Published on

იტალია, ევროპის ყველაზე გრძელვადიანი კარანტინის მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ინდუსტრიული სექტორი გაიხსნება, მომდევნო ორ კვირაში საცალო ვაჭრობის ობიექტები და მუზეუმები. ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონების გახსნა პირველი ივნისისთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება სკოლებს, კონტეს თქმით,სწავლა სექტემბერში დაიწება.

„ჩვენ ყველას გვინდა ქვეყნის გადატვირთვა. მაგრამ, ერთადერთი გზა, რომ ამ ვირუსთან ერთად ვიცხოვროთ არის ის, რომ ავად არ უნდა გავხდეთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ. გთხოვთ, თუ გიყვართ იტალია, დაიცავით დისტანცია ერთმანეთისგან“,-აღნიშნა კონტემ.

მისივე თქმით, ადამიანები ნათესავების მონახულებას მაისიდან შეძლებენ, თუმცა „დიდი შეკრებები არ იქნება“.

ცნობისთვის, იტალია კორონავირუსის პანდემიამ ერთ-ერთი პირველი დააზარალა. ევროპის კონტინენტზე, ვირუსს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 26 644 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 197 675 პირი დაინფიცირდა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...