მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში Covid 19-ზე კვლევა "პრაიმედის" ლაბორატორიაში დღეიდან იქნება შესაძლებელი

ზუგდიდში Covid 19-ზე კვლევა “პრაიმედის” ლაბორატორიაში დღეიდან იქნება შესაძლებელი

Published on

სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ზუგდიდის ლაბორატორიაში COVID 19-ზე პირველი PCR ტესტები უკვე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმედის” პრესსამსახურმა გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველ დღეს ადგილზე 12 ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

“პირველმა დღემ ჩვენს განახლებულ ლაბორატორიაში საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. დღეიდან ჩვენი ლაბორატორია იქნება ერთ-ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო სამეგრელოს რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია, სადაც გაკეთდება შესაბამისი კვლევები COVID 19-ზე. უფრო დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მოგაწვდით”, – აცხადებს “პრაიმედის” ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

ასევე განმეორებითი კვლევა 14- დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტსაც, რომელიც COVID 19-ით იყო ინფიცირებული.

PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტირება არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც Covid 19-ის დასადგენად იყენებენ. ეს არის ტესტი, რომელიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...