მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ და რატომ ღვრის ნიანგის ცრემლებს კორონა ვირუსის მომძლავრების გამო? - რას...

ვინ და რატომ ღვრის ნიანგის ცრემლებს კორონა ვირუსის მომძლავრების გამო? – რას ამბობს ოპოზიცია?

Published on

დაგვიანებული ტესტირება, ხელისუფლება, რომელიც მისდამი ლოიალური ,, გავარსკვლავებული” ექიმების ზურგს ეფარება, სახიფათო თამაშები ხელისუფლებასა და მაღალიიერარქიის სასულიერო პირთამონაწილეობით, ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ჩასაფრებულობად მონათვლის მცდელობა, სტატისტიკის ხელოვნური შელამაზება და განსხვავებული რეალობა – კორონა ვირუსი კი პიკში შედის და ნაინაგის რემლები საქმეს ვერ შველის

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი ტესტირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ აქტიურ ტესტირებასთან დაკავშირებით გაუგებრობები არ დასრულდა. 

“უკვე მოვისმინეთ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იმიტომაა, რომ მეტი ტესტირება ტარდება და თუ ასე აღარ იქნება, აღარც ციფრები გაგვეზრდება… არ მგონია, რამე აღმოჩენა იყოს ეს, მაგრამ ტესტირება ხომ იმიტომ გვჭირდება, რომ მეტი გამოვავლინოთ, დროზე ვიმოქმედოთ და საფრთხე შევამციროთ”,- წერს გიგი წერეთელი. 

დეპუტატის განცხადებით, საბედნიეროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა მისივე თქმით, არც მასობრივი ტესტირება გვაქვს და ამ ნაწილში არათუ ევროპას, არამედ ჩვენს რეგიონშიც ყველას ჩამოვრჩებით. 

“ამიტომ, სანამ ასეთი განცხადებები გაკეთდება, ბუნებრივად იქნება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება სტატისტიკის შელამაზება და რეალობა კი განსხვავებულია”, – წერს წერეთელი. 

დეპუტატისვე შეფასებით, გასაგებია, რომ ჯანდაცვის სისტემას სიმპტომებიანი პაციენტები ნაკლებად გაეპარება, მაგრამ რაც შეეხება უსიმპტომო ინფიცირებულებს, მხოლოდ მიზნობრივი, ლიმიტირებული ტესტირების პირობებში, დიდი ალბათობით, მათი რიცხვი ვერ დადგინდება და დაავადების გავრცელებას გაზრდის. 

“არც ისაა არგუმენტი, რომ “ყველას მაინც ვერ გავტესტავთ”. რაც მეტს შევძლებთ, მით უკეთესი, უკეთ გვეცოდინება გავრცელებაც, კარანტინში თუ იზოლაციაშიც ნაკლებად გაიტანჯებიან ადამიანები და ეკონომიკაც უფრო სწრაფად ამოქმედდება. მითუმეტეს, ამ “დახმარების პროგრამით”, რაც მთავრობამ გამოაცხადა, სახლში დარჩენილი ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ”, – წერს დეპუტატი. 

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის,  რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და“ ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრიან“.

როგორც გოცირიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, მმართველ გუნდს სურს ეს პროცესი ოპოზიციას გადააბრალოს, რის გამოც, ისინი ოპოზიციას კრიტიკასაც კი უკრძალავენ.

„ხელისუფლებამ დაუშვა სერიოზული შეცდომა, ერთი თვით დააგვიანა ქვეყანაში მასობრივი ტესტირების დაწყება და დღესაც არ არის იმ ზომით, რაც არის საჭირო ამ ვითარებაში. რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და ახლა ღვრიან ნიანგის ცრემლებს. უნდათ ეს პროცესი გადააბრალონ ოპოზიციას, კრიტიკასაც კი უკრძალავენ და მორალურ ტერორს ეწევიან. თურმე, მათი შეცდომის გაკრიტიკება და მხილება არ შეიძლება. დღესაც, საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა სწრაფი ტესტების ჩატარების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც ვირუსის მატარებელი და გადამცემია არის გამოუვლენელი. ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა, მათი შეცდომა. შეცდომას უნდა აღიარება და არა ჯიუტად იმის მტკიცება, რომ ტესტები პანაცეა არ არის“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, 25 აპრილს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლენილი 25 შემთხვევა აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება და იქვე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში კვლევები აგრესიული ტესტირების გარეშე ჩატარდება და ასეთი შედეგი აღარ განმეორდება

ეზუგბაიას ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, რასაც მოგვიანებით ინფექციური საავადმყოფოს დირექტური თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა და  თქვარომ “დიდი ალბათობით, [ეზუგბაიამ] იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებასდა თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება გრიპის დროს, მაშინ აღარც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება”. 

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...