მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა იმნაძის სარკაზმი სრულ უნისონში სირაქლემას პოზაში მდგარი ხელისუფლების პოზიციასთან

პაატა იმნაძის სარკაზმი სრულ უნისონში სირაქლემას პოზაში მდგარი ხელისუფლების პოზიციასთან

Published on

არის თუ არა პიკი? – მე მგონი, საკმაო ხანია, ვამბობთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა. კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი რაც შეიძლება, მეტ ხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს, ვთქვათ, პატარა გორაკი” – პაატა იმნაძის სარკაზმი უნისონშია სირაქლემას პოზაში მდგარი ხელისუფლების პოზიციასთან

რა ვიცი, საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის; საბოდიშო არ უნდა იყოს, მე მგონი, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის; ის, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის… თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით, რა თქმა უნდა… იმას, რასაც ამ ეტაპამდე ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ იმ დაგეგმილი სტრატეგიით, რომელიც იყო“, – განაცხადა იმნაძემ დღეს, 26 აპრილს ჟურნალისტების გარეშე გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მედიასაშუალებების მიერ წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებს პასუხობდა. მისი გაღიზიანება გამოიწვია სწორედ ტესტირებასთან დაკავშირებული შეკითხვების სიმრავლემ და შინაარსმა. მისი თქმით, საქართველო მხოლოდ ტესტების იმედად არ არის

„ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი, რომელიც მართავს სიტუაციას ქვეყანაში, ჯერჯერობით, მე მგონი….

პაატა იმნაძის თქმით, ტესტირების გაფართოება საქართველოში ეპიდემიოლოგიურ საჭიროებასა და ტესტების ხარისხზეა დამოკიდებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შედეგები სწორ სტრატეგიაზე მიანიშნებს და შემდგომ ნაბიჯებსაც იგივე გუნდი დაგეგმავს, რომელიც ამ დრომდე მართავს სიტუაციას.

ტესტების ხარისხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე საპასუხოდ NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ PCR-ტესტები „ყველაზე უკეთესია, რაც კი არსებობს ტესტებს შორის“ და მისი მგრძნობელობა არის „ძალიან მაღალი“, თუკი „(საკვლევი) მასალა კარგად არის აღებული და ის მოხვდა ცხვირ-ხახის იმ ადგილას, საიდანაც იყო ნაცხი აღებული“.

რაც შეეხება მცდარ შედეგებს, პაატა იმნაძის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ „არ არის ასეთი ძალიან მაღალი (მგრძნობელობით) ტესტირება PCR-თაც კი“. მაგალითად დასახელდა აშშ-ის გამოცდილება და იმნაძემ დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში უხარისხო ტესტების გამოყენებას არავინ დაუშვებდა.

„ჩვენ რომ მხოლოდ ტესტების იმედად ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევენ პნევმონიმიან ავადმყოფებს…

არცერთი მაჩვენებლით დღეს ჩვენ ფართო გავრცელება არა გვაქვს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, ვისაც იმედები გავუცრუეთ და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია ჯერჯერობით“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.

26 აპრილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა და ამჟამად 485-ს შეადგენს. 26 აპრილს გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი და გარდაცვლილთა მაჩვენებელი ექვსს გაუტოლდა.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...