მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გერასიმეს თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება და ამაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს...

მეუფე გერასიმეს თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება და ამაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავს

Published on

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, ზიარების წესი არ შეიცვლება და ამაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავს.

კვირაცხოვლობის წირვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მეუფემ განმარტა, რომ არცერთ სხვა ეკლესიას, გარდა რუსეთისა, ზიარების წესი არ შეუცვლია და ამას არც საქართველოს საპატრიარქო განიხილავს.

“ხედავთ, რომ მრევლი მოდის და ეზიარება. ნუთუ მსოფლიო საპატრიარქო, ჩვენზე მრავალრიცხოვანი ეკლესიები ვერ ხედავენ საფრთხეს, როცა არ ცვლიან წესს? ჩვენც რომ რუსეთის მსგავსად შეგვეცვალა, იტყოდნენ, რუსეთის ჭკუაზე დადიანო. ვერ ვხედავთ საფრთხეს და არ განიხილება ეს საკითხი,” – აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეუფე გერასიმემ მრევლს პასკა და წითელი კვერცხი დაურიგა. ტაძარში მრევლის წევრები დისტანციით იდგნენ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...