მთავარისიახლეებიივანიშვილის ლობისტები პუტინის მხარეს და სააკაშვილის წინააღმდეგ

ივანიშვილის ლობისტები პუტინის მხარეს და სააკაშვილის წინააღმდეგ

Published on

“Kyiv Post”-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც სრულად რუსულ პროპაგანდისტულ აზრს ატარებდა, დღეს იქნა წაშლილი თავად ამავე რედაქციის მიერ, რადგან მათი განმარტებით, სტატიის ავტორმა გრეისონ მექსვიმ მათ თავი წარუდგინა, როგორც სტუდენტი. აღნიშნულის თაობაზე “kyiv post”-ის რედაქტორმა, ბრაიან ბონერმა განაცხადა.

რაც შეეხება თავად სტატიის შინაარსს, რომელიც შეეხო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას, იწყება სააკაშვილზე ზოგადი “დასავლური” პოზიციის გამეორებით, თუმცა, რეალურად, სრულად თანხვედრაშია რუსულ დისკურსთან, ავითარებს რა აზრს, რომ სააკაშვილის ხსენებულ პოზიციაზე დანიშვნა, ხელს შეუშლის რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებს.

ერთი შეხედვით, თითქოს, სტატია მორიგი ბანალური ტექსტია, თუმცა ამერიკელმა მკვლევარმა, კრისტინა პუშოუმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სტატიის ავტორი, გრეისონ მექსვი მუშაობს ამერიკულ ლობისტურ კომპანია “chartwell strategy group”-ში, რომელსაც მილიონობით დოლარს უხდის “ქართული ოცნება” სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გარდა აღნიშნული “დამთხვევისა”, საინტერესოა, რომ ხსენებულ ლობისტურ კომპანიას გამოთქმული აქვს ისეთი აზრები, როგორიცაა: “საქართველო 2009 წელს შეიჭრა სამხრეთ ოსეთში”; “პუტინისთვის ისევ მიუღებელია მილიტარისტი სააკაშვილი”; “ზელენსკიმ არ უნდა დანიშნოს არავინ, ვინც პუტინისთვის მიუღებელია” და ა.შ.

ჩამოთვლილი მცირე ფაქტებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც მინიმუმ, “ქართული ოცნება” თანამშრომლობს პრორუსული რიტორიკის მქონე ორგანიზაციებთან და ეს მისთვის პრობლემური საკითხი არ არის. მეტიც, ჩნდება აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლება ლოგიკურად იქცევა ამგვარად, რასაც ამყარებს ქართული სამთავრობო არხების იდენტური (რუსული) პროპაგანდისტული პოზიციები და ხასიათით სრულად თანხვედრაშია რუსულ სახელმწიფოებრივ იდეოლოგიასთან ტაქტიკური თვალსაზრისით

ავტორი: ლევან თორია

სიახლეები

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა” – რა გაარკვია ბორის ჩელე ყურუამ

20 მაისს "დაფიონის" მიერ რეჟიმის 17 ტყვის სახელითა და ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელმაც...

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის...

წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი -კობახიძე

არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების...