მთავარიUncategorizedპუტინი, სტალინი და შოიგუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ეკლესიის...

პუტინი, სტალინი და შოიგუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ეკლესიის პანოზე

Published on

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვლადიმირ პუტინის, იოსებ სტალინისა და რუსეთის თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის სერგეი შოიგუს მოზაიკები განთვასდება. პანოს ამსახველი ფოტოები რუსულ მედიაში დილით გავრცელდა, მოგვიანებით რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

საუბარია მოსკოვშიმ კუბინკის რაიონში მშენებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაშია. ერთ-ერთ პანოზე, ასევე განთავსებული იქნება ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვალენტინა მატვიენკოს, უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის, დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის გამოსახულებები.

კიდევ ერთ პანოზე განთავსდება 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმის გამოსახულებაც, რომელსაც იოსიფ სტალინი იბარებს. ერთ-ერთ პანოზე იკითხება წარწერა “Крым наш” [ყირიმი ჩვენია]. 

საკითხის კომენტირებისას რუსეთის საპატრიარქოს კულტურის საბჭოს წევრმა, ლეონიდ კალინინმა განაცხადა, რომ ეკლესიის კედლებზე ცალკე პანო “ყირიმის უსისხლო შემოერთებას” მიეძღვნება. ამ პანოზე გამოსახული იქნება ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროცესში. 

რაც შეეხება სტალინის გამოსახულებას, კალინინი ამბობს, რომ საპატრიარქოს საბჭომ სსრკ-ს ყოფილი მმართველის გამოსახულების განთავსება ლოგიკურად მიიჩნია, რადგანაც ეს ასახავს ისტორიულ სიმართლეს. კალინინის თქმით, არავის აქვს უფლება ისტორიული სიმართლიდან საკუთარი შეხედულებით “ფურცლები ამოხიოს.”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ეკლესია პარკ პატრიოტში მდებარეობს და მისი გახსნა 9 მაისს იგეგმება. შენობის სიმაღლე 95 მეტრია, რის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...