მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ არსებობს 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი, არ არსებობს, ხალხო გახარიამ...

არ არსებობს 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი, არ არსებობს, ხალხო გახარიამ გუშინ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ტყუილი აკადრა- ნიკა მელია

Published on

“გუშინ მილიარდერის წარმომადგენელმა, ბატონმა გიორგი გახარიამ, ყველა ვერ მოატყუა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ფენა და კატეგორია, რომელიც დახმარების მოლოდინშია, არც კი უხსენებია, სათვალავშიც კი არ ჩააგდო, შესაბამისად ვერც მოატყუებდა. ესაა ენით აღუწერელი კადნიერება, რაც გახარიამ გუშინ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აკადრა.

გუშინ გახარია  საუბრობდა ციფრებზე, პროცენტებზე, შავი გაასაღა თეთრად… თურმე არ ჰქონია ამ ყველაფერზე საუბრის საფუძველი. არ ჰქონდა, არ აქვს და კიდევ ერთი თვე მინიმუმ არ ექნება ბიუჯეტი. საგანგებო ბიუჯეტი არ არის. არ არსებობს 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი – არ არსებობს, ხალხო.

გუშინდელი პრეზენტაცია თავიდან ბოლომდე იყო პროპაგანდა და რამდენიმე დღით თავიანთი ნაკლოვანების გადაფარვას ემსახურებოდა. ეს ნიშნავს, რომ დახმარებას მაისის ბოლომდე ვერავინ მიიღებს.

სოფლის მცხოვრებლებზე, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არცერთი სიტყვა არ უთქვამთ გუშინ. ამოშალეს საერთოდ. არადა როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ მათ ახლა დახმარება.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, პრემიერმა თქვა, რომ ისინი მიიღებენ 4-ჯერ ნაკლებ დახმარებას, ვიდრე დასაქმებულები. მათ თქვეს, რომ 840 ათასი თვითდასაქმებულისთვის 75 მილიონი ლარი გამოყვეს, სინამდვილეში კი ეს თანხა მხოლოდ 240 ათასი თვითდასაქმებულისთვისაა საკმარისი. ამის გამოთვლა მარტივია – გადაამრავლეთ 240 ათასი 300 ლარზე.

არცერთი სიტყვა არ თქმულა სტუდენტებზე, დაბრუნებულ ემიგრანტებსა და დევნილებზე.

ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ბიუჯეტი. ამიტომ, მოგმართავთ ხელისუფლებას, შემოიტანეთ პარლამენტში ბიუჯეტი დასამტკიცებლად თუ ამის თავი გაქვთ”, – განაცხადა მელიამ მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც საზოგადოებას პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, გუშინ, 24 აპრილს, წარუდგინა. ამ გეგმის ჯამური ღირებულება 3.5 მილიარდ ლარს აღწევს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....