მთავარისიახლეებიპოლიტიკაზელენსკის სააკაშვილის სახით სჭირდება ყინულმჭრელი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია გარღვევა - გია ხუხაშვილი

ზელენსკის სააკაშვილის სახით სჭირდება ყინულმჭრელი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია გარღვევა – გია ხუხაშვილი

Published on

რატომ შესთავაზა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერ მინისტრის თანამდებობა – ექსპერტი გია ხუხაშვილი პრაიმტაიმთან საუბარში განმარტავს ლოგიკას უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვიცეპრემიერად დანიშნოს მიხეილ სააკაშვილი და ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს მისი რეფორმატორული უნარები

„პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, ზელენსკის ამ გადაწყვეტილებაში არის გარკვეული ლოგიკა.

უკრაინის პრეზიდენტმა დღემდე ვერ მოახერხა კორუფციული ჭაობის ამოშრობა. მას სჭირდება ყინულმჭრელი, ადამიანი რომელსაც შეუძლია ამ ტიპის სისტემების მორყევა და დანგრევა მაქსიმალური აგრესიით.

რეფორმების მიმართულებით ზელენსკი ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს. რადგან თუ სააკაშვილი ეყოლება, ამ ბრძოლაში ზელენსკი წარმატებული იქნება და ამით დაიწერს ქულებს და რაღაც გარღვევას მოახდენს.

თუ წარუმატებელი იქნება, ერთ პრობლემას მოიშორებს სააკაშვილის სახით. შესაბამისად, ის პოლიტიკურად სწორ თამაშს თამაშობს.

გასაგებია, რომ გარკვეულ სირთულეებს იწვევს საქართველოსთან ურთიერთობაში, თუმცა ჩვენს თავზე ნუ ვიქნებით მაღალი წარმოდგენის, რომ ჩვენ ვინმე ანგარიშს უნდა გვიწევდეს. ისე დავაყენეთ საქმე, რომ ანგარიშს უკვე აღარავინ გვიწევს არაფერში“. – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რუსეთი და ევროპა

„მცირედ გადავავლე თვალი რუსულ თოქ-შოუებს და სრული ისტერიკა იყო. საუბრობენ, რომ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაფუჭდება.

რაც შეეხება დასავლეთს, ჩვენ კი ვიცით სააკაშვილის რეალური ფასი, მაგრამ იქ ის ითვლება წარმატებულ დასავლურ პროექტად.

ითვლება რეფორმატორად, ასე თვლის მას დასავლური პოლიტიკური ელიტა, მიუხედავად მისი პრობლემებისა საქართველოში.

ვფიქრობ, გარკვეულწილად, დასავლეთის ლობირებულიც კი შეიძლება იყოს სააკაშვილის დანიშვნა“.

საქართველო

„გამორიცხულია, სააკაშვილი პოლიტიკური სტატუსით საქართველოში ჩამოვიდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ ამის მცდელობაც არ იქნება.

რადგან ეს იქნება პოლიტიკური ავანტურა და ქვეყნებს შორის ამ ტიპის ავანტურისტული ურთიერთობები უბრალოდ შეუძლებელია თეორიულადაც კი“

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...