მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე ან რაიმე მიახლოებულ დიპლომატიურ ნაბიჯზე საუბარიც კი არის პირდაპირი...

უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე ან რაიმე მიახლოებულ დიპლომატიურ ნაბიჯზე საუბარიც კი არის პირდაპირი მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

Published on

“ნებისმიერი საუბარი ივანიშვილის მთავრობიდან, საუბარიც კი, უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე ან რაიმე მიახლოებულ დიპლომატიურ ნაბიჯზე, არის პირდაპირი მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. არ შეიძლება პოლიტიკურ, ან პერსონალურ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესები გადააყოლო.”, – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერიას შეფასებით, უკრაინის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ უნდა იქცეს არანაირ საკითხად და თემად საქართველოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, – “რადგან, ამან შეიძლება ავნოს უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობას”.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის უკრინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის გამო, მმართველმა გუნდა უკრაინიდან საქართველოს ელჩი გამოიწვია. ამას არ ადასტურებს პრემიერმინისტრი. თუმცა, როგორც გიორგი გახარია ამბობს, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, მიიღოს შემოთავაზება.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....