მთავარისიახლეებიპოლიტიკატიკ-ტოკი დღეს, პენსიები გაისად - ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ...

ტიკ-ტოკი დღეს, პენსიები გაისად – ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, 70 წელს ზემოთ – 25 ლარით, მაგრამ … მხოლოდ 2021 წლიდან

Published on

ისეთი კრიზისები როგორი გლობალური პანდემიაა, შეუძლებელია, გადალახული იყოს ერთ-ორ თვეში, ერთ ან ორ წელიწადში. ჩვენ მოგვიწევს, გავუმკლავდეთ ამ გლობალური პანდემიის შედეგებს წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ თვალსაზრისით, დღესვე გვეზრუნა. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა მათთან ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, პენსიონერებზე ზრუნვის მექანიზმები, რომლებიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე 

ამ მუშაობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება, არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს, პენსიის სახით.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით, და ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან, გარანტირებულად, მინიმუმ ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით. ეს არის ქვედა ზღვარი.

სიახლეები

სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად ცნო და სტიკერის გაკვრის გამო, 1000...

საჯრო მოსამსახურეთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი- განცხადებას ავრცელებს

ჩვენ, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის...

ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

ევროპარლამენტი გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას...

ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით – კობახიძე

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, - ამის შესახებ ირაკლი...