რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებამ ცხელებით შემოსული სამი პაციენტი უკვე მიიღო. კლინიკა მზადაა როგორც ცხელებით ასევე Covid-19-ით ინფიცირებული მოქალაქეების მისაღებად. სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 78 პაციენტის მიღება შეუძლია, თუმცა მიმდინარეობს დამატებით აღჭურვის პროცესი და კლინიკა საბოლოოდ 220 პაციენტის მიღებას შეძლებს. ,,რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და ქვეყნისათვის, ვართ წელში გამართული იმ მხრივ რომ, თუ კი გვექნება შემთხვევები ვირუსის გავრცელების მივიღოთ ვუმკურნალოთ როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ასევე რუხის კლინიკაში“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ რუხის საავადმყოფოში ყოფნის დროს. ,,რეკორდულად მცირე ვადებში მოვახდინეთ საავადმყოფოს აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით და ასევე დაკომპლექტდება მაღალი დონის სპეციალისტებით, მათი 80%-85% წარმოადგენს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კადრებს და ეს გუნდი მზად არის, რომ დაიწყოს საქართველოში და კონკრეტულად რუხში იმ პაციენტების მიღება ვინცაა საეჭვო სიმპტომებით და ადგილზე მოხდება მათი ტესტირება და კოვიდის დადასტურების შემთხვევაში ადგილზე გაივლიან მკურნალობს. პირველ ეტაპზე ანალიზებს აიღებენ ჩვენი თანამშრომლები და გადაგზავნილი იქნება ლაბორატორიაში, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება სპეციალური აპარატის ადგილზე ჩამოტანა და დამონტაჟება, რათა ადგილზე მოხდეს ე.წ. ,,პისიარ ტესტირება” – განაცხადა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
რუხის საავადმყოფომ ცხელებით შემოსული სამი პაციენტი უკვე მიიღო
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...