მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: მთავრობა ხალხისთვის გროშების გადაყრით ძალაუფლების შენაჩუნებას ცდილობს - არავითარი...

გიორგი ვაშაძე: მთავრობა ხალხისთვის გროშების გადაყრით ძალაუფლების შენაჩუნებას ცდილობს – არავითარი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა მას არ გააჩნია

Published on

პრემიერ მინისტრის დღევანდელი განცხადებებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არავითარი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა მთავრობას არ გააჩნია – ამის შესახებ პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლება შეზღუდვებით და ხალხისთვის გროშების გადაყრით ძალაუფლების შენაჩუნებას ცდილობს.
“პრემიერ მინისტრის დღევანდელი განცხადებებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არავითარი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა მთავრობას არ გააჩნია. ეს არის მოსახლეობის გასაჭირით წინასაარჩევნო სპეკულაცია.
სამწუხაროა, რომ პანდემიის საფრთხეს ამოფარებულები, ცდილობენ, წლობით შეგვაგუონ შეზღუდვებსა და ზედამხედველობის პირობებში ცხოვრებას და რაც შეიძლება დიდი ხნით ჩვენს ხარჯზე, ჩვენს ზედამხედველებად და მმართველებად დარჩნენ.რაც არ გაამოვა, რა თქმა უნდა .
შეზღუდვებითა და ხალხისთვის გროშების გადაყრით ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მსგავსი კომუნისტური და საბჭოთა პოლიტიკური სისტემა კრახს არ განიცდიდა. რაც წესით, უნდა იცოდნენ ქართულ ოცნებაში, სადაც დღესაც ბევრი კომკავშირისა და ცეკას ყოფილი ინსტრუქტორია.
ვწუხვარ, რომ ახლა უკვე ორ ფრონტზე- პანდემიასა და ძალაუფლებას დახარბებულ ავროკრატიულ მმართველობასთან ერთდროულად მოგვიწევს ბრძოლა.
რაც ჩვენი ენერგიული, გააზრებული ძალისხმევითა და ერთიანობით საქართველოსა და მისი მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...