მთავარისიახლეებიპოლიტიკადაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებით და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე ბუნდოვანი პრეზენტაცია - გიგა...

დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებით და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე ბუნდოვანი პრეზენტაცია – გიგა ბოკერია ანტიკრიზისულ გეგმაზე

Published on

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მთავრობის მიერ წარდგენილ სოციალურ-ეკონომიკურ გეგმას კრიტიკულად აფასებს და მას არაადეკვატურს უწოდებს:

“დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებით და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან. არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, არ ხდება წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის, მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელი რამეა. არ ხდება დერეგულირება, ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ, ვის რა მისცენ, თითქოს მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიც არის და მავნებლობაა ყველა შემთხვევაში და საპენსიო შენატანზე, ფულზე, რომელიც ეკუთვნის ხალხს, ისევ უარს ეუბნებიან, რომ შანსი ჰქონდეთ ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ და ამ გადასახდს არც კი აჩერებენ”, – ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხითაც ნელი ტემპი და არამკაფიო კრიტერიუმებია.

“უფრო ჩქარა უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და უფრო მკაფიო კრიტერიუმებით. უნდა გამოირიცხოს აბსურდული შეზღუდვები, რომ ცოლის გვერდით ჯდომისთვის სამი ათასი ლარით დააჯარიმეს ადამიანი და ბავშვებს ვერ ისვამენ უკან ოჯახის წევრები და უნდა გამოირიცხოს სუფთა სახლისნაირი ვითარებები და ამაზეც მკაფიო ვერანაირი პასუხი ვერ გავიგეთ. ამ ტემპით ჩვენ კონკურენციაში ვერ მოვიგებთ და ძალიან დიდი იქნება ზიანი ყველასთვის” – ამბობს ბოკერია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...