მთავარისიახლეებისაზოგადოებაანტიკრიზისული გრძელვადიანი დეტალური გეგმა 6 ეტაპს მოიცავს

ანტიკრიზისული გრძელვადიანი დეტალური გეგმა 6 ეტაპს მოიცავს

Published on

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება.

პირველი ეტაპი – 27 აპრილიდან იწყება

1.მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;

2. ტაქსების ოპერირება;

3. ონლაინ ვაჭრობა სრულად;

4. მიტანის სერვისი ნებისმიერ პროდუქტზე;

5. ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი კი 27 აპრილიდან ორ კვირაში იქნება, რომელიც სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.

მეორე ეტაპი – 11 მაისიდან

1.მშენებლობა;

2.სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

3.სამშენებლო მასალების წარმოება;

4.ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;

5.კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;

6.სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი – 25 მაისიდან

1.საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან.

2.ყველა ტიპის ღია ბაზრობა.

3.საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი – 1 ივნისიდან

1.სავაჭრო მოლები;

2.ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით);

3.ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;

4.სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები;

მეხუთე ეტაპი – 15 ივნისიდან

1.დახურული ტიპის ბაზრები;

2.ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)

მეექვსე ეტაპი – 29 ივნისიდან

1.გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;

2. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;

3.სასტუმროები;

4.საგანმანათლებლო საქმიანობა;

5.ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...