მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ რამადანი იწყება. ,,ოდიში ნიუსი'' ულოცავს მუსლიმ თანამემამულეებს ამ დიდ დღესასწაულს

ხვალ რამადანი იწყება. ,,ოდიში ნიუსი” ულოცავს მუსლიმ თანამემამულეებს ამ დიდ დღესასწაულს

Published on

 ხვალ, პარასკევს რამადანის პირველი დღეა.

ეს არის ყველაზე სასიხარულო დღესასწაული მუსლიმებისთვის, რომელიც 30 დღე გაგრძელდება. ,, ოდიში ნიუსი” ულოცავს ამ დღსასწაულს საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს ,,ასსალამუ ალეიქუმ ვარაჰმათულლაჰი ვაბარაქათუჰ”.

პანკისის ხეობის იმამის გადაწყვეტილებით, მეჩეთში კოლექტიური ლოცვის შესრულებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები რამადანის თვესაც ძალაში დარჩება.

ცვლილება შეეხო მხოლოდ პარასკევის ლოცვას ანუ ჯუმა ნამაზის შესრულების წესს.

კერძოდ, თუ აქამდე საერთოდ არ ტარდებოდა, რამადანის თვეს, სრულიად, რომ არ შეწყდეს ჯუმა და პარასკევის მიმართვა (ხუტბა), იგი ჩატარდება, ოღონდ შემდეგი წესით:

▪︎პარასკევის ლოცვას და მიმართვას (ხუტბა) დაესწრება 3-4 ადამიანი:

1. მუეძინი (ვინც ლოცვისკენ დღეში 5-ჯერ მოუწოდებს მრევლს),
2. ის ვინც პარასკევ დღეს მეჩეთში მიმართვას აღავლენს (ხუტბა),
3. სოფელში იმამის წარმომადგენელი.
4. მეოთხე ადამიანი კართან იდგება, რათა ჯუმაზე მომავალ მრევლს აუხსნას სიტუაცია, რომ შუადღის ლოცვა ჩვეულებრივ სახლში შეასრულონ.

სხვა ადამიანი, გარდა ამ ოთხი კაცისა, არ იქნება წარმოდგენილი მეჩეთში.

პარასკევის ხუტბა 15-20 წთ. გაგრძელდება.

პანკისის ხეობის იმამმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ გაგებით მოეკიდონ და გაითვალისწინონ მიღებული გადაწყვეტილება.

▪︎რაც შეეხება თარავის ლოცვებს, რომლებიც რამადანის თვეს ყოველ ღამე სრულდებოდა მეჩეთებში.

ხეობის იმამის გადაწყვეტილებით თარავის ლოცვები მეჩეთში არ შესრულდება და მრევლმა სახლში უნდა შეასრულონ.

“კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხის გამო თარავის ლოცვებზე არ შევიკრიბებით მეჩეთში. როგორც ფარძ ნამაზებს, ანუ სავალდებულო ნამაზებს ვასრულებთ სახლში, ისე თარავის ნამაზებიც სახლში შესრულდება”.

იმამმა პანკისის ხეობის მუსლიმ მრევლს მოუწოდა, რომ ყველამ გავითვალისწინოს არსებული საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პირობები. მისი თქმით, თუმცა, კახეთში ჯერ არ გვაქვს დაფიქსირებული შემთხვევა, შიდა გავრცელებიდან გამომდირე სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

“მართალია მეჩეთში ლოცვები არ სრულდება, თუმცა, სახლში ლოცვა და თარავის შესრულება ღვთის წყალობით აუცილებლად დაგვიფასსება” – ამბობს იმამი თავის მიმართვაში.

სიახლეები

სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად ცნო და სტიკერის გაკვრის გამო, 1000...

საჯრო მოსამსახურეთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი- განცხადებას ავრცელებს

ჩვენ, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის...

ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

ევროპარლამენტი გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას...

ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით – კობახიძე

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, - ამის შესახებ ირაკლი...