მთავარისიახლეებისაზოგადოებაელექტრომობილებისთვის 2000 კმ მანძილის დაფარვის შესაძლებლობით ელემენტი შეიქმნა

ელექტრომობილებისთვის 2000 კმ მანძილის დაფარვის შესაძლებლობით ელემენტი შეიქმნა

Published on

ავსტრალიურმა კომპანიამ Brighsun New Energy გამოაცხადა, რომ მზადაა სერიულ წარმოებაში ჩაუშვას ახალი ტიპის ლითიუმ-გოგირდის ელემენტი რომელზეც მუშაობას 8 წელია აწარმოებს. მისი ენერგიის შენარჩუნების მოცულობა ხუთი-რვაჯერ აღემატება ლითიუმ-იონის ელემენტებში ენერგიის შენარჩუნების მაჩვენებელს, რაც პერსპექტივაში იძლევა საშუალებას შეიქმნას ისეთი ელექტრომობილები, რომლებიც ერთჯერადი დამუხტვით 2 ათას კილომეტრ მანძილის დაფარვას შეძლებენ.

ლითიუმ-გოგირდის ელემენტი ეს არის აკუმულატორი, რომელშიც თავმოყრილი გოგირდი და ნახშირბადის კატოდი განცალკევებულია ელექტროლიტისგან სპეციალური მემბრანით. აქამდე ამ ტიპის ელემენტების მთავარ წუნს წარმაოდგენდა მასში პოლისულფიდების ლითიუმის წარმოქმნა, რომელიც ელექტროლიტში ლღვებოდა, შედეგად კი უარყოფითად მოქმედებდა ელემენტის ზოგად მაჩვენებელზე. Brighsun-ში კი იპოვეს შესაძლებლობა პოლისულფიდის წარმოქმნისთვის ხელისშემშლელი გამოევლინათ გოგირდის კატოდში და ეფექტურად დაეხშოთ ლითიუმის ზრდა დენდრიტის ანოდზე.

წინასწარი გათვლებით სატესტო მოდელებში ენერგიის შენახვის მოცულობა 1000 ვატ-სთ-ს შეადგენს ერთ კილოგრამზე. დამოუკდიებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ Brighsun-ის ელემენტი ინახავს პირველადი მოცულობის 91% დამუხტვის 1700 ციკლის შემდეგ დენის წყაროზე 2C (სრული დამუხტვა 30 წუთში) და 74 %  1000- ციკლის შემდეგ დენის წყაროზე  5C (სრული დამუხტვა 12,5 წუთში). კატოდის  1С დენით აქტივაციის შემდეგ კი ენერგიის შენახვის მოცულობა აკუმუალტორში შეადგენს  — 2103,8 ვატ-სთ-ს კილოგრამზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...