მთავარისიახლეებისაზოგადოებასროლა ყინწვისის მონასტერში - მიტროპოლიტი იობი უარყოფს ინფორმაციას სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების...

სროლა ყინწვისის მონასტერში – მიტროპოლიტი იობი უარყოფს ინფორმაციას სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების შესახებ

Published on

ყინწვისის მონასტრიდან ვრცელდება ინფორმაცია სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების შესახებ. მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ხელში მსუბუქად დაჭრა.

წყაროს ცნობით, მამა დავითი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) შვილობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, იარაღით დადის და მისთვის შენიშვნის მიცემასაც კი ვერავინ ბედავდა. წყაროს თქმით, მხოლოდ არქიმანდრიტი საბა იყო, ვინც შენიშვნას და რჩევას აძლევდა, ამიტომ მათ შორის კონფლიქტი ადრეც მომხდარა. დაპირისპირების ყველა ადრინდელი ფაქტი „ჩაფარცხეს“ და არც ახლა აქვთ გამოძიების ბოლომდე მიყვანის იმედი.

ყინწვისის მონასტერში ინციდენტს უარყოფს მიტროპოლიტი იობი. თუმცა, ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...